სად ააშენა ტაძარი კახა კალაძე საკუთარი სახსრებით - გაუხმაურებელი ქველმოქმედება

სად ააშენა ტაძარი კახა კალაძე საკუთარი სახსრებით - გაუხმაურებელი ქველმოქმედება

თბილისთან ახლოს, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელიც კახი კალაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ და ამბობეწნ, რომ კალაძეს თავად არ ქონია სურვილი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო.

"შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ნამდვილად კახი კალაძის ძალისხმევით და სახსრებით აშენდა, მაგრამ მას თავად არ ქონია სურვილი ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო" - აცხადებენ მერიაში.

2015 წელს ტაძრის გახსნას სხვა საპატიო სტუმრებს შორის, საქართველოს პარტიარქიც ესწრებოდა. მაშინ კალაძე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. სიტყვით მიმართვის დროს კალაძემ აღნიშნა, რომ ტაძარი იმ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება ვინც 2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. ,,ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება" - თქვა მაშინ კალაძემ.

ამავე ტერიტორიაზეა გადაღებული ფილმი "შინდისის გმირები."