დავით ბაქრაძე:  2020 წლის არჩევნებზე ხალხის ტალღას ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვით და ზეწოლით ვერ შეაჩერებენ

დავით ბაქრაძე:  2020 წლის არჩევნებზე ხალხის ტალღას ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვით და ზეწოლით ვერ შეაჩერებენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე სოფელ ახალბედისეულში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართელოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის ტალღას ვერ შეაჩერებენ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვით, ზეწოლით და 2020 წლის არჩევნები იქნება უმძიმესი ფონის შეცვლის საშუალება.

„მთელ საქართველოში მოსახლეობას აწუხებს, სიღარიბე, უმუშევრობა და გაძვირებული ცხოვრება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის ქართულ სოფელში. დღევანდელმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მოდიოდა სოფლის აღორძინების ლოზუნგით, სინამდვილეში დაამძიმა და გააუარესა სოფლის და სოფლის მცხოვრებლების მდგომარეობა. მთელი სოფელი რომ შემოვიაროთ, 50 ლარს ვერ მოძებნი, ვერ მოძებნი ადამიანს, რომელსაც სამსახური აქვს და მუშაობს, ვერ მოძებნი ადამიანს, რომელსაც სოციალური დახმარება არ სჭირდება და ამ დროს ძალიან უსამართლოდ აქვთ მოხსნილი დახმარება. ამ უმძიმესი ფონის შეცვლის გზა არის არჩევნები და „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო გეგმა არის სოციალური დახმარებების გაორმაგება, პენსიების გაორმაგება, დევნილთა შემწეობების გაორმაგება და ამით იმ ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ფენის დახმარება, რომელსაც დღეს არავინ ეხმარება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Aburjga Tasmanieli ბრიყვი! იმდენ სიცრუეს ლაპარაკობს, ისეთი ინტენსივობით, რომ თითონ დაიჯერა!
3 წლის უკან
Lolo47 არიქა, არ წაგლეკოთ მაგ ტალღამ ქლიბო!
3 წლის უკან