აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საწვავის მიწოდების აღკვეთა მოხდა. აღნიშნული ტვირთის ირანიდან ვენესუელაში გადაზიდვა ხდებოდა. ეს ირანიდან მომავალი საწვავის მიწოდების აღკვეთის უმსხვილესი ოპერაციაა“, - განაცხადეს უწყებაში.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, საუბარია Bella, Bering, Pandi და Luna-ს ტანკერებზე.