ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.

„არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ! დღეს უკვე ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, „ღია რუსეთიდან“, ნავალნის ორგანიზაციიდან და ასე შემდეგ. უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში? დაველოდო, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ? შემდეგ სიტუაციას სტაბილიზაციისკენ ვერ დავაბრუნებთ. ამიტომაც, უნდა გავჩერდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. ქვეყანაში წესრიგის დამყარების საშუალება უნდა მოგვცეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12%.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.