თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ სვანეთსა და ყაზბეგში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსის კერები სხვა რეგიონებშიც გაჩნდეს.
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ვირუსის შეკავების მიზნით, ყველა სიმპტომიანმა ადამიანმა PSR ტესტირება უნდა ჩაიტაროს.
„ამ ეტაპზე მესტიის ჩაკეტვა აუცილებელი იყო. ეს რომ არ მომხდარიყო, კორონავირუსის ძალიან სერიოზული მატება იქნებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწვეტილება ძალიან კარგ შედეგს იღებს. კორონავირუსის მატება იქნება, მაგრამ თუ მთავრობა, ეპიდემიოლოგები, ექიმები ასე ერთად ვიმუშავებთ, მაშინ სავარაუდოდ, ყველაფერი კარგად იქნება და არ წავა ვირუსის ისეთი დრამატული მატება, რომ ვერ მოვერიოთ ვირუსის გავრცელებას. შანსი იმისა, რომ სხვა რეგიონებში გაჩნდეს ვირუსის კერები, არსებობს, ამიტომ უნდა დაიტესტოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ოდნავი სიმპტომი ექნება. მესტიაში გამოჩნდა ეს ვირუსი და საკმაოდ ბევრს ჰქონდა, ამას ნაკლებად ველოდებოდით",- განაცხადა ენდელაძემ.