გორში შიდა ქართლის მთავარი სამხარეო პოლიციის სამმართველოს მიმდაბარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ. სამმართველოს შენობის მეზობელ კორპუსებში მცხოვრებთა თქმით აფეთქების ხმა დილის ხუთის ნახევარძე გაიგეს. მათივე განმარტებით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსები შეარყია, სამხარეო პოლიციის შენობას კი აფეთქების კვალი ეტყობა. მომხდარის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში გადაადგილება შეფერხებული იყო. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.