„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, ნახევარი კვირის განმავლობაში კლასის ნაწილმა იაროს, კვირის მეორე ნახევარში - მეორე ნაწილმა

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, ნახევარი კვირის განმავლობაში კლასის ნაწილმა იაროს, კვირის მეორე ნახევარში - მეორე ნაწილმა

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, რომ სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, კლასი ორ ნაწილად გაიყოს და ნახევარი კვირის განმავლობაში სკოლაში კლასის ერთმა ნაწილმა იაროს, ხოლო კვირის მეორე ნახევარში - მეორე ნაწილმა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მოსახლეობას სთავაზობს, გამოსავალი არაა.

„საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის აბსურდული განცხადებები და აბსურდული მოთხოვნები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სკოლების 27%-ში არ არის საპირფარეშოები და ხელსაბანები. რა ჰიგიენურ ნორმების დაცვაზეა საუბარი. „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლებში უნდა აღდგეს სწავლა, იქ შესაძლებელია დისტანციის დაცვა. რაც შეეხება ურბანულ ნაწილს, სადაც ბევრი მოსწავლეა, იქ კვირა უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ნახევარი კვირის განმავლობაში შესაძლებელია დისტანციური სწავლა. რაც შეეხება გაკვეთილების ჩაბარებას, კლასი უნდა გაიყოს ორ ნაწილად და შესაძლებელია, რომ ნახევარი კვირის გამავლობაში 15 ან 10 ბავშვი მოვიდეს და ჩააბაროს გაკვეთილი და მეორე ნახევარში იყოს შეხვედრები კლასის მეორე ნახევართან. ესაა გამოსავლი. ის, რასაც გვთავაზობს საქართველოს მოსახლეობა, გამოსავალი არ არის“,-განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება. შემუშავებულია რეკომენდაციები, მათ შორის: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა.