წმინდა წყლის დემაგოგია და სპეკულაცია - POSTV ლევან ვასაძის მიმართვაზე  (ვიდეო)

წმინდა წყლის დემაგოგია და სპეკულაცია - POSTV ლევან ვასაძის მიმართვაზე (ვიდეო)

წმინდა წყლის დემაგოგია და სპეკულაცია - ასე აფასებენ  POSTV-ის გადაცემა "რაინდი" სამნი & Co.“-ს წამყვანები ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას, სადაც იგი მსოფლიოში  ბავშვების მშობლებისთვის  ჩამორთმევაზე საუბრობს და ამბობს, მათი უმეტესობა მამათმავლების და ლეზბოსელების წყვილებს გადაეცემათ.

„ლევან ვასაძის ეს განცხადება წმინდა წყლის დემაგოგიაა და დასავლეთში ერთსქესიანთა ოჯახების ქორწინების ქართულ რეალობაში გადმოტანა არის სრული სპეკულაცია“ - ამბობს შალვა რამიშვილი.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში ოჯახის მცნება ამ ხელისუფლებამ შეიტანა და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ბავშვები.

“ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ არიან ბავშვები ჩართულები იძულებით შრომაში.  როგორ მათხოვრობენ, ქირავდებიან. ჩვენთან დგას ბავშვის გადარჩენის საკითხი. აქ საუბარია ბავშვის დაცვაზე“ - ამბობენ გადაცემის წამყვანები.

მათი აზრით, ლევან ვასაძე მიმართვაში ირიბად ამბობს იმას, რომ სახელმწიფო მშობლებს ჩამოართმევს ბავშვს, გააშვილებს ერთსქესიან ოჯახში, სადაც მას გააუპატიურებენ.

გური სულთანიშვილი იხსენებს გიორგი თარგამაძის მიერ 2012 წელს ხელმოწერების შეგროვებას, როდესაც ის ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთსქესიანთა ქორწინებას დაშვება უნდოდა. მისი თქმით, ეს არის სპეკულირება და პოლიტიკური ჰომოფობია

romani ის, რაზეც ლევან ვასაძე საუბრობს რეალობაა. ჩვენში, ბევრი რამ, რაც მიგვაჩნდა , რომ ქართული რეალობისათვის უცხოა და ვერასდროს მოიკიდებს ფეხს, ცხოვრების ნაწილი გახდა. ადრეც აღვნიშნე, სხვა დროება გამეფდა, უჩუმრად, ქვეწარმავალივით შემოსრიალდა, როგორც ყველა გარდატეხის და კატაკლიზმების ხანაში ხდება. გარკვეულ დროს, იგი ეზოტერულ, ბინდით მოცულ დროებაში აცხოვრებს ადამიანს. შემდგომ, როდესაც ადამიანი იწყებს გაცნობიერებას რა ახალ რეალიებში უწევს ცხოვრება, ერთ-ორჯერ გაფართხალდება, მაგრამ, რადგან, დრონი მეფობენ, ეგუება და ემონება. ახლა, ასეთი ჟამია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამას ამბობს ლევანი, როგორც მოქალაქე და როგორც პოეტი - " ისტორიის ერთადერთი მფლობელი". შალვას, ინფორმაცია არ უნდა აკლდეს, თითქოს, და, თავად უნდა ხედავდეს საშიშროებებს ( გნებავთ, გამოწვევებს), რაც პოსტმოდერნიზმმა მოიტანა და რამაც, ჩვენს თვალწინ, უაღრესად მახინჯი - ადამიანური, ტრადიციული ფასეულობების თვალსაზრისით დამანგრეველი, დესტრუქციული, ნეკროფილური ფორმები მიიღო. ნეკროფილია, რომელმაც ორი ახალგაზრდის ტრაგედიის ფონზე ნოყიერ ნიადაგი იპოვა და ლამის, ცხოვრების ახალი პარადიგმა დააფუძნა, აზროვნების, სხვისი ცხოვრებისადმი და ოჯახისადმი დამოკიდებულება გიენის ქცევას გაუტოლა. სიფრთხილე, ასეთ დროს, სიბრძნეა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შალვა რამიშვილის და ამ ორი ახალგაზრდის ფსევდო ინტელექტუალური ჭუკჭუკი მაგარი გულის ამრევი მოვლენაა! მორიგი გვარამიაა, ოღონ ის მიშას გვარამიაა, ეს რამიშვილი კი ოცნების გვარამია!
3 წლის უკან