წყალდიდობის შედეგად ჩრდილოეთ კორეის მთავარი ბირთვული ობიექტი დაიტბორა

წყალდიდობის შედეგად ჩრდილოეთ კორეის მთავარი ბირთვული ობიექტი დაიტბორა

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად სავარაუდოდ ქვეყნის ძირითადი ბირთვული კომპლექსი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იონბიონი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ 38 North-ის მკვლევრებმა გაავრცელეს.

მათ სატელიტური ფოტოები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ცენტრის გვერდით მდინარეში წყლის დონემ იმატა. რამდენიმე დღეში გადაღებულ სურათებზე კი ჩანს, რომ წყლის დონემ დაიწია და ბირთვული ობიექტი არ დააზიანა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბირთვული რეაქტორი, რომელსაც შესაძლოა პლუტონიუმის წარმოებისთვის იყენებენ, უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს.