ზუგდიდში 24 წლის გოგომ ბაჩალიაშვილის საქციელი ზუსტად გაიმეორა - პოლიცილებმა ბეწვზე მიუსწრეს და თვითმკვლელობას გადაარჩინეს

ზუგდიდში 24 წლის გოგომ ბაჩალიაშვილის საქციელი ზუსტად გაიმეორა - პოლიცილებმა ბეწვზე მიუსწრეს და თვითმკვლელობას გადაარჩინეს

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, საკუთარი სახლიდან 24 წლის გოგო გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

აღმოჩნდა, რომ გოგომ თითქმის ერთი ერთში გაიმეორა ის სცენარი, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ძირითად ვერსიად განიხილება.მართალია ბაჩალიაშვილის ოჯახი ეჭქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა ამ საკითხის საჯარო განხილვა, ხშირად უმნიშვნელო დეტალებამდეც კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? და თუ ეს მართლაც თვითმკვლელობა იყო, რატომ გაიარა ბაჩალიაშვილმა კილომეტრები და რატომ მოიკლა თავი მაინცდამაინც ტყეში?

კითხვები შესაძლოა ბევრი არსებობდეს, თუმცა, როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ძნელია იმის ახსნა, თუ რა ამოძრავებს იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი?

ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა - ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.

„პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს" - ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Aburjga Tasmanieli იმანაც, იმ ზუგდიდელმა გოგონამაც, "ბერას კომპიუტერში" შეაღწია?! გათიშეთ ეს მოყრანტალე ტელევიზიები, გათიშეთ! მთავრობავ აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და გათიშეთ სანამ დროა!
3 წლის უკან
Katana . "ზუგდიდის" გარდა რომ კონკრეტული არაფერი წერია, აჩენს ეჭვს: ხომ არ არის ეს ფეიკი იმისათვის მოგონილი, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია უფრო სარწმუნო გახდეს?
3 წლის უკან