მიხეილ რამიშვილი: შესაძლებელია, ვიღაცას აქვს წვდომა ამ მასალებზე

მიხეილ რამიშვილი: შესაძლებელია, ვიღაცას აქვს წვდომა ამ მასალებზე

გარდაცვლილი გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, „ფორმულასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შესაძლოა, ვიღაცას მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

ადვოკატი ოჯახის წევრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფოდა, ბაჩალიაშვილის მეილის შესასწავლად.

როგორც ადვოკატი ამბობს, მეილის გახსნის შედეგად ბევრი ინფორმაცია მიიღეს.

„რაც კი მის ფოსტაში იყო დეტალურად გავეცანით, ვრცელი ინფორმცაიაა, თუმცა დღეს მხოლოდ ნაწილი განვიხილეთ...

ფოსტაში ბევრი მიწერ-მოწერაა, მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ 13-იდან 18 რიცხვამდე თამუნას მეილი არ მიუღია. არადა მეილები მას ყოველდრიურად მისდის დღემდე. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს კონკრეტული დღეები გაუჩინარებამდე ცარიელია და მეილები არ ფიქსიედება.

შესაძლებელია, ვიღაცას აქვს წვდომა ამ ყველაფერზე მაგრამ რანაირად დაზუსტებული არაა.“- განაცხადა რამიშვილმა.

Lolo47 ამ ვითომ ადვოკატის უვიცობას ემატება ისიც, რომ აშკარად პოლიტიკითაა აქოთებული მისი წარმოებული საქმე. მხოლოდ TV კანალიზაციებს (ე.წ. „მთავარი“, „ფორმულა“, „TVპირველი“) ანდობს საკუთარ ბრიყვულ მოსაზრებებს. ვინმე შლეგ ჩარკვიანს რომ ტიპი ჩაეკონება, იმას რა გონება უნდა მოჰკითხო?! ისე, ერთი მამამისი იყო მომღერალი და მეორე ესაა ადვოკატი!!!
3 წლის უკან