ალექსანდრე გოგინავა: ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია

ალექსანდრე გოგინავა: ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია

ალექსანდრე გოგინავამ მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობის შესახებ შეახსენა. ინფექციონისტის თქმით, ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება საყურადღებოა.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაცული იქნას ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემილოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გასცემენ. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენა და ა.შ.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან. ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.