დავით გადელია: სულ მინდა ასეთებს ხერხემალი მოვუსინჯო- ის უცხოპლანეტელი ვარსკვლავა ხომ არ აზით?!!..

დავით გადელია: სულ მინდა ასეთებს ხერხემალი მოვუსინჯო- ის უცხოპლანეტელი ვარსკვლავა ხომ არ აზით?!!..

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

“ცნობილი ფანტასტიკური ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია კიდევ უფრო ცნობილი ფილმი: უცხოპლანეტელები რაღაც ზღვის ვარსკვლავას მსგავსი არსებებია, ადამიანების ხერხემალზე  მოთავსების შემთხვევაში ახდენენ მათზე კონტროლს. ანუ, უკვე ეს ადამიანი მხოლოდ სხეულია, გონება გათიშული აქვს და  მთლიანად უცხოპლანეტელის გავლენის ქვეშაა...

...რაღაც ასეთი განცდა მიჩნდება ამ ბოლო პერიოდში, ოღონდ ჩემს ქვეყანაში! ძალიან გამოცდილი სპეციალისტები, რამოდენიმე თაობის (მათ შორის-ჩემი) აღმზრდელი მეცნიერი აყალიბებს მწყობრ ლოგიკურ სამედიცინო დასკვნას; ამ დასკვნაზე დგება დანაშაულის სრულიად ნათელი სურათი- გამოკვეთილი პირველი და მეორე რიგის დამნაშავეებით; ყველაზე დაინტერესებული მხარე- დაზარალებულის ოჯახი(!) კმაყოფილია გამოძიებით და გახსნილად თვლის საქმეს; საზოგადოების უდიდეს ნაწილს სრულიად ლოგიკურად მიაჩნია ეს ვერსია და ჩემი ჩათვლით, აღშფოთებულია მომხდარით.

ამ დროს გამოდიან ადამიანთა რაღაც ჯგუფი, აბსოლუტურად არალოგიკური, არასამეცნიერო ფანტასტიკური ვერსიით, რომელიც აგებულია ვიღაც საერთაშორისო ავანტურისტის ნააზრევზე  და რაც მთავარია(!)-არიან ადამიანები, რომელთაც სწორედ ამ აბსურდის სჯერათ! მათ შორის ისეთები, რომელთა აზრს სხვა შემთხვევაში პატივს ვსცემ. ჩემი კოლეგებიც! ძალიან საოცარია... სულ მინდა ასეთებს ხერხემალი მოვუსინჯო- ის უცხოპლანეტელი ვარსკვლავა ხომ არ აზით?!!..

... ან მე მომისინჯეთ ხერხემალი- ეგებ ჩემი გონება დაიპყრეს უკვე უცხოპლანეტელებმა და რომ მგონია სწორ ლოგიკას მივყვები, სწორედ ესაა უცხოპლანეტელების ლოგიკა! ეგებ პირიქით ისაა სწორი, რომ მშობლებს არ აწყობდეს შვილის მკვლელების გამოვლინება და ის უფრო აწყობთ, რომ არასწორ კვალზე იყოს ძიება.."