მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

სპეცრაზმმა დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მილიცია რეზინის ტყვიებს იყენებს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე ნეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

Aburjga Tasmanieli სათაური - მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო. აზრობრივი შეცდომაა,
უნდა იყოს - მინსკში მე-5 კოლონასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ბელორუსია ისევე როგორც საქართველო გარშემორტყმულია ძალიან მტრული სახელმწიფოებით, ესენია: პოლონეთი, ლიტვა, ჩეხეთი. ამ სამ სახელმწიფოს ბელორუსიასთან ისეთი ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, რომ ამ პრეტენზიების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბელორუსია საერთოდ შეწყვეტს არსებობას, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრება!
3 წლის უკან