გამოძიებასთან ოჯახს არანაირი პრეტენზია არ აქვს - შაქარაშვილის ბიძის პირველი კომენტარი 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებაზე

გამოძიებასთან ოჯახს არანაირი პრეტენზია არ აქვს - შაქარაშვილის ბიძის პირველი კომენტარი 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებაზე

არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

„გამოძიება ოჯახს ენდობოდა პირველივე ეტაპზე, გამოძიებასთან ერთად გავიარეთ ჩვენ ეს დიდი პერიოდი და საბოლოოდ, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. საუბარია „ტოიოტა ქემრის" მარკის ავტომობილში მყოფ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ნაპირთან სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს.