პაატა იმნაძე: თუ მოსახლეობა წესების დაცვას გააგრძელებს, შემოდგომის მეორე ნახევრამდე ვირუსის მნიშვნელოვან მატებას არ ველოდებით

პაატა იმნაძე: თუ მოსახლეობა წესების დაცვას გააგრძელებს, შემოდგომის მეორე ნახევრამდე ვირუსის მნიშვნელოვან მატებას არ ველოდებით

მესტიაში მოსახლეობის დამყოლობა ძალიან კარგია, მადლობა ადგილობრივ მოსახლოებას, რომელიც ანალიზების ჩატარებაში გვეხმარება, ვფიქრობთ, მალე შევძლებთ ვთქვათ, რა მასშტაბის გავრცელება გვაქს სვანეთში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ისა რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.

10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.