მაიკ პომპეომ ევროპული ტურნე დაიწყო

მაიკ პომპეომ ევროპული ტურნე დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ევროპის ქვეყნებში ტურნე დაიწყო. პომპეო პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვენიასა და ავსტრიას ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ჩეხეთს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიის მიერ დასავლეთ ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ოთხდღიანი ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განსახილველ თემებს შორის იქნება ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის საკითხი და კორონავირუსთან ბრძოლა.

მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ვიზიტები“ იქნება.