კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს აკრიტიკებს. ყოფილი მთავრობის დაპირება დროულად ვერ სრულდება. ევროპასთან უვიზო რეჟიმი 2013 წლიდან არ ამოქმედდება. ნაციონალები თავს იმართლებენ და საკუთარი დანაპირების შეუსრულებლობას მოქმედი ხელისუფლების უუნარობას აბრალებენ. საგარეო უწყებაში კი ამბობენ, რომ ძველი ხელისუფლების მხრიდან უვიზო რეჟიმზე საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი იყო.