საბავშვო ბაღებში შესაძლოა გადასახადი გაუქმდეს. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის. კოალიცია კიდევ ერთ საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დენისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმა კანონით აიკრძალება. მერია, რომელმაც 2 წლის გადასახადები ერთმანეთს მიაბა, უმრავლესობის ინიციატივას უკომენტაროდ ტოვებს.