რატომ გაჭიანურდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა - 5 წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელიც 202 მილიონი დოლარი დაჯდა, დასრულებული ისევ არ არის. აზერნაიჯანელი ექსპერტები შესაძლო ფინანსურ მაქინაციებზე ალაპარაკდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. ამ ვარაუდს ბაქოში ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლო საეჭვო ვიზიტიც ამყარებს. ერთ-ერთი ვერსიით, გიგი უგულავა და პროექტის უშუალოდ კურატორი-რამაზ ნიკოლაიშვილიაზერბაიჯანში სწორედ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ფინანსური საკითხებისგასარკვევად ჩავიდნენ.