კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დაკითხვაზე დაიბარეს. ამ წუთებში გამოძიების შეკითხვებს ლევან ვარშალომიძე პასუხობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ერთი წლის წინანდელი პროვატიზაციის საქმეზეა დაბარებული. საუბარია დედათა და ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბათუმის სამშობიაროზე, რომლებიც აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ კერძო მესაკუთრეზე გაასხვისა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მყოფ ვარშალომიძეს შენობის გარეთ აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ელოდებიან.