აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინის და ყველა პარტნიორის სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ვინც პუტინის მტრული ქმედებების გამო ზარალდება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და კომიტეტის წევრი მაიკლ მაკკაული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„რუსეთის უგუნური შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა გრძელდება. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც. ქართველმა ხალხმა მსხვერპლი გაიღო უფრო დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად და საქართველომ დაამტკიცა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინის და ყველა პარტნიორის სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ვინც პუტინის მტრული ქმედებებისგან მიყენებული დარტმით ზიანდება“, - ნათქვამია განცხადებაში.