ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის 2 პილოტია.

ინდოეთში, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Aირ Iნდია-ს თვითმფრინავმა კატასტროფა 7 აგვისტოს განიცადა. თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ორ ნაწილად დაიშალა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო თვითმფრინავი დუბაიდან მოფრინავდა. ბორტზე 184 მგზავრი (მათ შორის 10 ჩვილი) და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.