მამა შალვა: „როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილის საფლავზე მივდივარ და ვეუბნები, მამიკო დამეხმარე-თქო და მართლაც ასე ხდება“

მამა შალვა: „როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილის საფლავზე მივდივარ და ვეუბნები, მამიკო დამეხმარე-თქო და მართლაც ასე ხდება“

მამა შალვა კეკელია სამეგრელოში, მრავალშვილიან ოჯახშია დაბადებული და გაზრდილი. თავად სამი შვილის მამაა. ამბობს, რომ ახალგაზრდობიდან ბერობა უნდოდა, მაგრამ მომავალი მეუღლის, ქეთი ხუსკივაძის, გაცნობამ ოჯახის გარეშე ცხოვრება გადააფიქრებინა. მამა შალვას მეოთხე შვილი გარდაცვლილია და ახლა სასულიერო პირი მის საფლაავზე დადის და დახმარებას სთხოვს ხოლმე:

"ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.

იგი ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი მამა ვარ, სამწუხაროდ, შვილებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მაქვს. დილით გავდივარ და საღამოს ვბრუნდები. ბავშვები ამას ძალიან განიცდიან. სულ ვცდილობ, დრო მაინც გამოვნახო. არასოდეს არაფერს ვაძალებ და ვმეგობრობთ. ბოლო თვეებში უფრო მეტი დრო მოგვეცა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

ყველას ვურჩევ, ბავშვს არ უყუროს ისე, როგორც პატარას. მშობელს ჰგონია, რომ,  რადგან ბავშვი პატარაა, სულ რაღაც უნდა ურჩიოს. ამით შვილებს არჩევანის საშუალებას ვართმევთ", - განუცხადა "სარკეს" მამა შალვამ.