თეა ჟამუტაშვილი: “შვილის სიკვდილზე ნაკლები სიმწარე არ არის, გარდაცვლილს რომ ვიღაც არაკაცი (არაქალი) პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს”

თეა ჟამუტაშვილი: “შვილის სიკვდილზე ნაკლები სიმწარე არ არის, გარდაცვლილს რომ ვიღაც არაკაცი (არაქალი) პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს”

ფეისბუქ-მომხმარებელი თეა ჟამუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“აბსოლუტურად ყველა ოჯახს, რომელიც კი შვილის გარდაცვალებაზე სამართალს ეძებდა დამნაშავე თუ არა ეჭვმიტანილი მაინც ჰყავდა. მიშას დროსაც კი მათ გვარებს ხმამაღლა ასახელებდნენ.

დღეს იმ საწყალი გოგოს უბედური მშობლები გამოძიებას არ ენდობიან, სუიციდს არ იჯერებენ, მკვლელების (თან სამი მაღალჩინოსნის!) დაკავებას ითხოვენ და საკუთარ ვერსიას ეჭვის დონეზეც კი ვერ ამყარებენ.

ის რომ ჭირისუფალი გამოძიებას არ ენდობა, აქ ტრაგედია არაფერია, მაგრამ შვილმკვდარ დედას რომ გადარევ, (მასაც გონება არ ჰყოფნის, რომ არ აგყვეს) ეს უკვე გარეწრობაა!!!

ასე არავინ თუ იცის მკვლელის ვინაობა მაშ,როგორ ვამტკიცებთ, რომ მოკლეს?! როგორ შეიძლება ჭირისუფალი პოლიტიკური ლოზუნგებით გვესაუბრებოდეს, ელისო კილაძის სტატუსებს ზედმიწევნით იმეორებდეს და საათში ერთხელ ახალ ვერსიას აცხობდეს?!

სამსახურის ბრალია....შეიძლება, რაღაც დაავალეს, შეიძლება რამე გაიგო... ერთი ვიცოდი, სამი მაღალჩინოსანი ყოფილა, შეიძლება მათ პირად სივრცეში შეაღწია და მოკლეს....ეს ბიჭი შეყვარებული არ არის, მოგზავნილია, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ მან გაიტყუა... (არადა, ეს ბაჩანა ოჯახისა და ადვოკატის თხოვნით კომპიუტერის გახსნას დაესწრო). შეიძლება სულაც ავტომობილს სხვა მართავდა, კვალის არევის მიზნით... ბერას კომპიუტერში შეაღწია... შეიძლება ის ფრაზა ძალით დააწერინეს... შეიძლება კომპიუტერში თვითონ შევიდნენ, რომ ეს ამოსულიყო... შეიძლება... შეიძლება... შეიძლება!!!!!

ვწუხვარ, მართლა გულით ვწუხვარ, მაგრამ ასე  ყველაფერი შეიძლება და არავითარ შემთხვევაში სუიციდი?!ცოტა ზედმეტი ხომ არ არის ასე ყველას მკვლელობა დააბრალო?!

ნუ, სადაც 11 წლის ბავშვმა წამალი მარტომ იყიდა, დალია და ისიც სახელწიფოს ბრალია...

უბრალოდ,გამოძიება რომ დამთავრდება და აღმოაჩენთ გარეწარმა ნაცებმა, ჩაჯვისა და ბოტასას ხელით რაში ჩაგითრიეს, იმის გააზრებისთვის მეცოდებით!!! შვილის სიკვდილზე ნაკლები სიმწარე არ არის, გარდაცვლილს რომ ვიღაც არაკაცი (არაქალი) პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

მესმის, რომ შვილის სიკვდილი არაამქვეყნიური ტკივილია და მით უფრო იმის გააზრება,რომ თავი მოიკლა. გასაგებია, რომ თვითმკვლელობას ყველაზე გაუგონარი ვერსიაც კი გირჩევნიათ, მაგრამ თუ დამნაშავე არ არსებობს საიდან მოვიყვანოთ, თან სამი?

ბავშვის დაკარგვის წამიდან, სამართალდამცავებისთვის სიმართლე რომ არ დაგემალათ. გეთქვათ, რომ სუიციდის მცდელობ(ები)ა ჰქონდა, ოჯახური კონფლიქტის გამო ფსიქოლოგი დასჭირდა, სოფელ-სოფელ ავტოფარეხებში ძებნას კი არ დაიწყებდნენ, მიმდებარე ტერიტორიებზე ძებნის არეალს გააფართოვებდნენ და იქნებ მიესწროთ!!!

იმის ახნსა არ მინდა, რომ ჭირისუფალი ვერ აზროვნებს. არც ვძრახავ, თავის საქმისა თვითონ იციან,მაგრამ პოლიტიკური განცხადების თავი თუ გაქვს, მამაცხონებულო ლოგიკამ რაღა დაგიშავა?!

კიდევ ერთხელ ვწუხავ, ვიზიარებ თქვენს გულისტკივილს და ალალად გირჩევთ,მოიშორეთ მთავარი არხი, თავის ელისო კილაძიანად, მართლა რომ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდეს ხალხი მათ გამო გვერდში არ დაგიდებათ!!!”

 

 

 

თეა ჟამუტაშვილი, ფბ