ადამ კინზინგერი: აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

ადამ კინზინგერი: აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

„საქართველოსთვის დადგა დრო, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან - ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახდეს მიზეზი, რის გამოც საქართველო არ უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორისაა ავღანეთში, ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორე გახლავთ, აშშ-ის შემდეგ, ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა კინზინგერმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

Aburjga Tasmanieli გული მიგრძნობს, ეს კაცი ისე გვყავს შემჩენილი მაგარ შარში გაგვხვევს!!!
3 წლის უკან