ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N34-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 19,000 ლარია.
მსგავსი სამუშაოები რაიონში 11 მისამართზე დასრულდა, 5-ზე - მიმდინარეობს.