გიგა ბოკერია: ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დამცირება

გიგა ბოკერია: ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დამცირება

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაჟღერებული სოციალური შეღავათების დაპირება წინასაარჩევნოდ ამომრჩევნის მოსყიდვის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი განცხადებები მოქალაქეების მისამართით დამამცირებელია.

„ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს თავის „კლოუნებთან“ ერთად და რაზეც უარს მიიღებს. თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ, დაისჯებით თუ არა, გადმოგიგდებთ ამ დამამცირებელ "დახმარებასო". რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად საზიანოა და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

ბუნებრივია, ყველა წნეხის მეშვეობით ჩვენ ეს რისკები უნდა შევამციროთ. ისე არ გაიგოს ვინმემ, თითქოს ამით არჩევნების ბედი გადაწყდება, ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების დამცირება. გახარიას დღევანდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, სწორედ ეს მოდელი აქვთ. ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს ისევ წაგართმევთ და მერე გადმოგიგდებთ „დახმარების" სახითო. ამას ყველამ უარი უნდა ვუთხრათ. ეს არის დამამცირებელი მოდელი, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის მხრიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედით ერთობა. ამ მოდელის ნაწილია მოსყიდვის მცდელობა",-განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, შეწყდეს ხალხის ხარჯზე ფულის ფლანგვა და მათთვის ფულის წართმევა.

Aburjga Tasmanieli შენ ანტიქართულო მოვლენავ, ანტიქართულობის სიმბოლოვ, ხმა გაიკმინდე, ქართველ ხალხზე ნუ აპელირებ, უფლება დიდი ხანია დაკარგე! თუ გსურს ილაპარაკე იმ ქვეყნების სახელით სადაც ხელფასს ღებულობ! ან უკიდურეს შემთხევაში პირადად შენი და შენი ოჯახის სახელით ილაპარაკე! ხალხის სახელით მე მივმართავ მთავრობას - არ გვინდა ეს დახმარება, არც სხვა გვინდა, როგორმე კიდევ გავძლებთ! გადაუხადეთ ეს დახმარება მთლიანად "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებს" სენატორებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს, უკლებლივ თითოეული ცენტის ჩათვლით მიეცით, ოღონ ესენი ეს პარაზიტები: "ევროპული საქართელო", გირჩი, ლეიბორისტები და ნაცკლასტერის სხვა ამონაყარი მოგვაშორონ, მოგვაშორონ!!!
3 წლის უკან