ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000 ადამიანი

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ინფორმაციას Al-Jazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.ბეირუთში საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია.

ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.