საბედნიეროდ, დრონის კადრები მოსულია - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

საბედნიეროდ, დრონის კადრები მოსულია - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

„ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია. დღესაც შეიძლებოდა მისი ნახვა, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის",- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დრონის კადრებს უახლოეს მომავალში ნახავენ.

„სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, ჯერ არ არის მოსული, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია. დღესაც შეიძლებოდა მისი ნახვა, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გამოწერა, რომ დიდ კამერაში უკვე დეტალურად გავეცნოთ. ჯერჯერობით მხოლოდ დორნის ჩანაწერებია",- ამბობს რამიშვილი.