„დიახ, „ოცნება“ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პარტიაა, მაგრამ იგი არ მოქმედებს კერძო სარგებლის პრიმატის მოტივებით და ეს, უწინარესად, სწორედ ბიძინას დამსახურებაა“

„დიახ, „ოცნება“ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პარტიაა, მაგრამ იგი არ მოქმედებს კერძო სარგებლის პრიმატის მოტივებით და ეს, უწინარესად, სწორედ ბიძინას დამსახურებაა“

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

ბევრჯერ დამიწერია პარტიულ-პოლიტიკურ სისტემაში გაბატონებულ პატრონ-კლიენტელიზმზე: ჩვენს ე.წ. პარტიებს, გარდა მმართველი პარტიისა, არავითარი სოციალური ბაზისი, ამა თუ იმ სოციალური ფენის, ანუ - მეტ-ნაკლებად სოციალურად ღირებულ ინტერესთა პოლიტიკაში წარდგენისა და გატარების არც ნება და არც სურვილი არ გააჩნიათ; შესაბამისად, ვერც რაიმე „იდეოლოგიური მდგრადობა“ და პარტიულ შეხედულებათა რაიმე სიმყარე ვერ ექნებათ; ისინი, როგორც წესი, კერძო და არა საჯარო, მატერიალური თუ პოლიტიკური სარგებლის ინტერესებით მოქმედებენ და პატრონის ანდა პატრონების გარშემო გაერთიანებულ ტიპიურ კლიენტელებს წარმოადგენენ; საჯარო ინტერესი კი მხოლოდ მაშინ ახსოვთ, თუკი თავიანთთვის რაიმე კონკრეტულ გამორჩენას ელოდებიან;

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს ზოგადი კანონზომიერებაა, რომელსაც გამონაკლისებიც აქვს და ეს გამონაკლისები ამ კანონზმირებას კი არ ემუქრება, არამედ - ამყარებს.

გამონაკლისია - მმართველი პარტია; ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იგი სწორედაც „არაფორმალური მმართველის“ - ივანიშვილის კლიენტელაა, მაგრამ სინამდვილე განსხვავებულია: მმართველი პარტია ცდილობს და ამას, თუკი თვალს არ დავიბრმავებთ, ვერ დაუკარგავთ, ქართველი ხალხის ყოველი სოციალური ფენის ინტერესები მეტ-ნაკლებად ასახოს, გაითვალისწინოს და გაატაროს პოლიტიკაში;

დიახ, „ოცნება“ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პარტიაა, მაგრამ იგი არ მოქმედებს კერძო სარგებლის პრიმატის მოტივებით და ეს, უწინარესად, სწორედ ბიძინას დამსახურებაა; „ოცნებას“ აქვს ქართველი ხალხის პოლიტიკური ავანგარდის პრეტენზია და არც თუ უსაფუძვლოდ; ეს პრეტენზია „მზრუნველი სახელმწიფოს“ რეალიზაციის იდეას ეფუძნება; შესაბამისად, „ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ კოპორაციის აბსოლუტურად საპირისპიროა: „ნაციონალური მოძრაობის“ კორპორაცია ზრუნავდა მხოლოდ ე.წ. ვარდების რევოლუციით, სინამდვილეში კორპორაციული გადატრიალებით და ძალადობით დაწინაურებული ზედაფენის, „ლიბერასტული ელიტის“ უსაფრთოებასა, კეთილდღეობასა და მისივე ბატონების განმტკიცებაზე, ხოლო ქართველთა უდიდეს უმრავლესობას განიხილავდა „ზედმეტ ადამიანებად“, „ჩასარეცხებად“, „ბნელეთად, რომელსაც უნდა ებრძოლო“... ოცნება, პირიქით: ცდილობს პოლიტიკაში წარადგინოს და ასახოს თითოეული საზოგადოებრივი ფენის ინტერესი. სხვა საქმეა, რომ ამ ურთულესი მიზნის მიღწევა, ხან საუკეთესოდ გამოსდის, მაგ. - პანდემიის მართვის დროს, ხანაც, არც თუ ისე კარგად - მაგ. „სამართლიანობის აღდეგნის“ შემთხვევაში; მაგრამ ოპოზიციის ვერც ერთ ე.წ. პარტიას (სინამდვილეში - კლიენტელას) მის ალტერნატივად ჯერჯერობით ვერც კი წარმოვიდგენთ, რადგან ვიმეორებ: არც ერთი ოპოზიციური პარტია, საჯარო ინტერესის პოლიტიკაში სისტემური წარდგენისა და გატარებისთვის არც ნებას ამჟღავნებს და არც სურვილს!

რეალური შინაარსი, რაც ამ არჩევნებს აქვს, როგორც „იდეოლოგიური“,ასევე, რეალური ინტერესების თვალსაზრისითაც, სინამდვილეში დაიყვანება დაპირისპირებზე „ოცნების“ „მზრუნველი სახელმწიფოს“ იდეასა და საუბედუროდ, ისევ „ნაცების“ კორპორატიულ გადატრიალებას შორის; ცხადია, ნაცების სტრატეგია უკუღმართული დეზინფორმაციული იმიტაციაა, მაგრამ თითქმის იგივე შინაარსით, რაც 2003 წელს იყო: ნაცებს კვლავაც ამოძრავებთ ჟინი, დაამხონ ერი-სახელმწიფო და კვლავაც, მათი გაგებით - „ბნელეთთან მებრძოლი ელიტების“ რომელთა, ერთი-მეორეზე ამზრზენი ალტერნატივაა სააკაშვილისა და ბოკერიას კორპორაციული კლიენტელიზმი, პარპაშით გვაცხოვრონ.

მესამე გზა - ესაა „გირჩი“, როგორც კატეგორიულად უარისმყოფლური თავისუფლება. მაგრამ ეს წმინდა „იდეოლოგიური“ აბსტრაქციაა და პრაქტიკულად - აბსოლუტურად უპერსექტივო. თუმცა, გირჩის მოწოდება „მზრუნველი სახელმწიფოს დედაც...“, ვინაიდან გარკვეულად ასახავს სოციალურად დეზორიენტირებული ჯგუფების (მაგ. პლანაქეშებისა თუ ე.წ. „ჰიპსტერების“)ინტერესებს, საყურადღებოა. ეს მერე განვიხილოთ.

amo „დიახ, „ოცნება“ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პარტიაა, მაგრამ იგი არ მოქმედებს კერძო სარგებლის პრიმატის მოტივებით და ეს, უწინარესად, სწორედ ბიძინას დამსახურებაა“. რაღაც ცუდად მოხვდება ყურს, რაო, რაო (ვასიკოს სტილში) "არ მოქმედებს კერძო სარგებლის პრიმატის მოტივებითო" (!). აუჰ, ეს რამ გათქმევინა შე კაი კაცო.
3 წლის უკან