სერგი კაპანაძე: საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს

სერგი კაპანაძე: საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს

საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა და ლიდერი აპირებს, მომავალში ერთპარტიულად ან ერთპიროვნულად მართოს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მწარედ დამარცხდება.

„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, ჰყავდეს თავისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და იმოქმედოს ისე, როგორც სურს. თუმცა, „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის მომდევნო მთავრობა იყოს კოალიციური მთავრობა დღეს ოპოზიციაში მყოფ პროდასავლურ ძალებს შორის და მიგვაჩნია, რომ არ არის საზოგადოების დაკვეთა იყოს ისევ ერთპარტიული, მმართველობა და მით უმეტეს, ერთპიროვნული. ამას აჩვენებს ყველა კვლევა და განწყობა, რომელიც არის საზოგადოებაში. ამიტომ, ვფიქრობ, ის პოლიტიკური ძალები მიაღწევენ წარმატებას ამ არჩევნებში, რომლებიც საზოგადოების ამ განწყობას გაითვალისწინებენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.

Maverick საზოგადოებას სულ ფეხებზე კიდიხართ!
საზოგადოების დაკვეთაა ყოფილი, გამოყოფილი, შეყოფილი, შემძვრალი, გადაკრასკული ყველა ნაცი გასამართლდეს და სამუდამოდ აგეკრძალოთ საჯარო სფეროებში შეძრომა!
3 წლის უკან
Lolo47 ეს არამზადები აღარ გადაეჩვივენ საზოგადოების სახელით აპელირებას. ვინ მოგცათ ამის უფლება? იქნებ მართლა გჯერათ, რომ 9 წლით დაიმსახურეთ. დიდი დანაშაული მიუძღვის მმართველ პარტიას სწორედ საზოგადოების წინაშე, რომ 2012-ში არ გამოგაცხადეს კანონგარეშედ. ეს ხომ მაინც შეეძლოთ გაეკეთებინათ?!
3 წლის უკან