ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და ასეთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ პოლიტიკურ აქტივობაზე ისაუბროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილი რეალურად ჩართულია და ერევა საქართველოში მიმდინარე პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება და ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ეს ადამიანი და ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონლური მოძრაობის“ და მათი სატელიტების რეიტინგი, მისი არავის ეშინია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.