ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა 2013 წლის პრიოროტეტებად ოთხი მიმართულება დაასახელა. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგება და ტურიზმის განვითარება. იგეგმება ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ეწოდება და სააგენტოს მიზანი მონოპოლიების დაშლა და პრევენცია იქნება. დაგეგმილია ასევე მსხვილი საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელიც გარკვეულ პროექტებს დააფინანსებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტიციებს ძირითადად ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ელოდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ წინა მთავრობას 32 ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები შეჩერებული ჰქონდა, ამ პრობლემის მოგვარებით ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.