POSTV - რა იცის ოქრუაშვილმა სტრატეგიების შესახებ?  წლები გადის, თუმცა ის დღემდე ვერ ზომავს სად და რა უნდა ილაპარაკოს (ვიდეო)

POSTV - რა იცის ოქრუაშვილმა სტრატეგიების შესახებ?  წლები გადის, თუმცა ის დღემდე ვერ ზომავს სად და რა უნდა ილაპარაკოს (ვიდეო)

ხანდახან   როდესაც  შეყვარებულები, მეგობრები  ან  თანამებრძოლები, ერთმანეთს  შორდებიან,  მათი  ქცევა  არც  ისე  სახარბიელო  ხდება.  დღეს  გიჩვენებთ  თუ  როგორ  არ,  უნდა  მოიქცეთ   დაშორების  შემდეგ. თუმცა  ეს  პრიმიტიული,  არ  შემდგარი  სასიყვარულო  ისტორია, არ  გეგონოთ. ეს არის  ამბავი  ანცი  მეგობრობისა, რომელსაც  სევდიანი  დასასრული აქვს.  სააკაშვილის  რეჟიმის  ყველაზე  რეიტინგული  და  ქარიზმატული  ფიგურა  ირაკლი  ოქრუაშვილი,  ერთ  მშვენიერ  დღეს  საჯაროდ  გამოდგა   და  მისი  უფროსის  მანკიერებებზე  მოგვითხრო,- ტელეკომპანია ,,POSTV”ირაკლი ოქრუაშვილს სიუჟეტს სათაურით ,,პრინციპული“ ირაკლი  უძღვნის.

გადაცემის ავტორის თქმით, ოქრუაშვილის განცხადების  მოკლე  შინაარსი  ასეთი  იყო, რომ ტირანი,  ფაშისტი, მკვლელი  სააკაშვილი სხვადასხვა  ბინძური  დავალებებით, ოქროაშვილის   მორალურ  ღირებულებებს  შეურაწყოფდა ,  გარკვეულ  ეტაპზე  კი ყოფილი  თავდაცვის  მინისტრის  გულმა  ამდენს  ვეღარ  გაუძლო   და  ყოფილი  ხელმძღვანელი   და  მეგობარი, უმოწყალოდ  ამხილა.

„ყოველდღიური  რეპრესიები, სახლების  და  ეკლესიების  ნგრევა, ძარცვა,  ადამიანების  გაკულაკება   და  კაცის  კვლა,  ამას  მინდა  ხაზი  გავუსვა  კაცის  კვლა,  იქცა  ხელისუფლების  ჩვეულებრივ  წესად.  ფაშისტურმა  ტენდენციებმა  და ხელისუფლების  მხრიდან ქართული  სახელმწიფოს  წინააღმდეგ, გადადგმულმა  ნაბიჯებმა, იძულებული  გაგვხადა  ამ,  შემადგენლობით   და  ჩვენი  პოზიციით  წარვმსდგარიყავით  საზოგადოების   წინაშე“,- ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილი.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, სააკაშვილის პასუხმა არ დააყოვნა, რომელიც მხოლოდ განცხადებით  არ შემოფარგლულა და ოქრუაშვილი დაკითხვის სკამზე აღმოჩნდა.

ავტორის თქმით, ოქრუაშვილმა დაკავების შემდეგ მის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა სკანდალური განცხადება უარყო, თუმცა უმეტესი მათგანი რომ სიმართლეს შეესაბამებოდა ფაქტია, რადგან ბევრ დანაშაულებრივ და არაეთიკურ ქმედებაში ის მონაწილეობას თავადაც იღებდა.

როგორც ოქრუაშვილი ამბობდა, მისი განცხადებები გამოწვეული იყო  პოლიტიკური  დივიდენდების  მისაღებად და მისი პიროვნების  ხელსაყრელ, პოლიტიკურ, მდგომარეობაში  ჩასაყენებლად.

,,აბა უცნაური არ არის, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ გეგმების შემუშავებაზე საუბრისას ოქრუაშვილს გლდანის ეკლესიის დარბევის პატარა ეპიზოდი და შემდეგ მის მიერ გენერალური პროკურორის რანგში გაკეთებული განცხადება დაავიწყდა“,- ნათქვამია სიუჟეტში.

ავტორი ამბობს, რომ  ოქრუაშვილი  ასაკობრივად შლეგიც იყო, როდესაც ქრთამის აღების ფაქტზე სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დააკავა, რის გამოც  მიშა უფროსმა ის უმალ დატუქსა და შეცდომა გამოასწორებინა.

სხვათაშორის, რომ არა სააკაშვილი, ოქრუაშვილის თქმით, ის დაკარგულ ტერიტორიებსაც იბრუნებდა. მიშა საკუთარინ სიმხდალით მას გზაზე გადაეღობა და ისტორიაში შესვლის ეს არაჩვეულებრივი შანსი ოქრუაშვილს „გაემაზა“ და ალბათ სწორედ ამ მიზნისთვის ამზადებდა ჯარისკაცებს ოქრუაშვილი როდესაც მათ გვიან ღამით თავზე დაადგა და შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა რაზე ფიქრობდა ოქრუაშვილი ამ უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთებისას, ნამდვილად უცნობია.

„მე არ მიყვარს სიტყვების ჰაერზე სროლა. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ, ყველანი ერთად 2007 წლის 1 იანვარს, ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში“,- ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილი.

სიუჟეტის მიხედვით, სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის განხეთქილების  საგანი ძალიან მარტივი და ბანალური იყო,  მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი როგორც ჩანს ოქრუაშვილის ამბიციებისთვის ზედმეტად ვიწრო აღმოჩნდა და ეკონომიკური მიმართულების ხელძღვანელობა მისთვის საკმარისი სულაც არ იყო.

,,პრინციპული ირაკლი მალევე გამოუშვეს და მან პოლიტიკური თავშესაფარი სიყვარულის ქალაქში ჰპოვა. ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ ჩინოვნიკს გულის გადაშლაც მოუნდა. იფიქრა, რომ საუკეთესო მსმენელები მისთვის რუსული არხები იქნებოდნენ და მათთან საქართველოს შესახებ გულწრფელად საუბარი გადაწყვიტა”,- ნათქვამია სიუჟეტში.

სიუჯეტში ნათქვამია, რომ  ოქრუაშვილის კუმირები გენერალი მაზნიაშვილი და  ერეკლე მეორე იყვნენ, რომლებსაც  იგი კარგ სტრატეგებად მოიხსენიებს. 

ავტორის თქმით, საინტერესოა რა იცის ოქრუაშვილმა სტრატეგიების შესახებ. წლები გადის, თუმცა ის დღემდე ვერ ზომავს სად და რა უნდა ილაპარაკოს.

ამ კონტექსტში სიუჯეტში მოყვანილია ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი, სადაც იგი ამბობდა, რომ თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები  გვართმევენ თავისუფლებას.

,,მოკლედ ოქრუაშვილის ფიგურა საკუთარ პორტრეტს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც მარტივად ხატავდა. თუმცა მეგობართან დაშორების შემდეგ მან საკუთარი სახე ასმაგად მკვეთრად გამოაჩინა,  მაგრამ რას უნდა ველოდოთ სააკაშვილის თუნდაც ყოფილი თანამოაზრისგან - ტყუილად არ ამბობენ, რომ  მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო.

სიუჟეტის დასკვნით ნაწილში ნახსენებია სააკაშვილის კომენტარი 20 ივნისთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებდა, რომ ცოტაც და რეჟიმი დაემხობოდა მაშინ და რომ მისი აზრით ეს მომენტი გაშვებული იქნა.

ირაკლი ოქრუაშვილი კი იგივე 20 ივნისთან დაკავშირებით ამბობდა - „ერთ რამეს ვიტყვი ყოველგვარი რაღაც ტრაბახის და დაკნინების  გარეშე რომ ეს შეცდომა ჩვენ მას კარგი გაგებით დავაშვებინებთ, მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო რომ გაისროლა” .