კაცი, რომელიც კიევში ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, უზბეკეთის მოქალაქეა

კაცი, რომელიც კიევში ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, უზბეკეთის მოქალაქეა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კაცი, რომელიც კიევში ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, უზბეკეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ანტონ გერაშენკო Facebook-ზე წერს.

„1988 წელს დაბადებული სუხრაბ კამიროვი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა „ უნივერსალ ბანკში“ შევიდა და განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და თანამშრომლებს პოლიციის გამოძახება მოსთხოვა. მას თან ჰქონდა ზურგჩანთა და ქეისი. ქეისიდან გამომავალი მავთული კი ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან 40 ათასი გრივნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბანკის აფეთქებით დაიმუქრა“- წერს გერაშენკო.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა კამიროვის დაკავება მალევე მოახერხეს. სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა და არავინ დაშავებულა.