ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

„მე თითქმის 40 წელი ვიყავი ესპანეთის მეფე და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო მსურდა ესპანეთისთვის“, - ნათქვამია ხუან კარლოსის წერილში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქი დიდი სკანდალის ეპიცენტრში აღმონდა. შვეიცარიასა და ესპანეთში გამოძიება ტარდება, რომელიც ესპანეთის ყოფილი მეფის ანგარიშებს უკავშირდება.

8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქის საქმეს ქვეყნის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს. ხუან კარლოსს ბრალი ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაში ედება.

საქმე ეხება AVE del Desierto-ს სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც ყოფილი მეფის სახელიც ფიგურირებს.

2014 წელს ხუან კარლოსმა მონარქის ტიტულზე უარი თქვა და ტახტი თავის მემკვიდრეს, ფილიპე VI-ს გადააბარა.