გია ვოლსკი:  ვაშაძე და სააკაშვილი ერთი კლასტერია, როგორმე ერთმანეთს გაუგებენ

გია ვოლსკი:  ვაშაძე და სააკაშვილი ერთი კლასტერია, როგორმე ერთმანეთს გაუგებენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილისგან ძალიან შორს არ არის, ისინი ერთი კლასტერი არიან და როგორმე ერთმანეთს გაუგებენ.

ჟურნლისტებთან საუბარში გია ვოლსკი გიორგი ვაშაძის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სააკაშვილმა გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ შექმნის გამო, ბნელ მხარეს გადასულად მოიხსენია.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სპექტრი ბნელ და ნათელ ძალებად იმ ადამიანმა რომ დაჰყოს, ვინც პოლიტიკაში ბნელი ძალა შექმნა, ობიექტური არ არის.

„შეიძლება, ბნელი მხარის ასოციაცია დაგებადოს მაშინ, როცა განათებული ხმალი გიჭირავს და მოხვეული შავი ნაბადი გაქვს, რაც კინო-ფილმიდან არის. პოლიტიკური სპექტრი ბნელ და ნათელ ძალებად რომ დაყოს იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში ბნელი ძალა შექმნა, ობიექტური არ არის, თუმცა არც ის მიმაჩნია, რომ ვაშაძე მისგან ძალიან შორს არის, ვფიქრობ, რომ ერთი კლასტერია და როგორმე ერთმანეთს გაუგებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.