გიგა ბოკერია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვარდების რევოლუციის პრინციპებს გადაუხვია

გიგა ბოკერია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვარდების რევოლუციის პრინციპებს გადაუხვია

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ლიდერებთან მიმართებით, წარსულის გააზრებაში, გულწრფელად და სიღრმისეულად იმის გაგებაში, რომ დიდი საქმე გაკეთდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ რა იყო დიდი ჩავარდნა. ეს სადღეგრძელოდ კი არ უნდა თქვა, უნდა გესმოდეს, რა იყო არასწორი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ზოგჯერ სააკაშვილს და ამ ხალხს რომ ვუსმენ ხოლმე, მეც ეჭვი მეპარება, რომ სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ ეგ გაგება არ გვაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ იმ პოლიტიკური წონით, ვინც ვიყავით გუნდში, ცუდზეც და კარგზეც ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა. ასე ვერ იტყვი, რომ ცუდი ვიღაცის ბრალი იყო. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ, ყველაფერზე გაქვს პასუხისმგებლობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. იმის ახსნა ამომრჩევლისთვის, როგორ გააკეთებ ახლა განსხვავებულად, არის მნიშვნელოვანი. ესეც განგვასხვავებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ - წარსულის აღქმა და მომავლის ხედვა, მთავრობის როლის გაგებაც, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიც. ჩვენ სხვადასხვა ხედვა აღმოგვაჩნდა. ჩვენ ვარდების რევოლუციის პრინციპებს ვაგრძელებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხვია სამწუხაროდ. ვარდების რევოლუციის პრინციპებში ვგულისხმობ არა ზოგად პრინციპებს, არამედ დასავლური ტიპის მცირე მთავრობას და ლიბერალურ დემოკრატიას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.