არჩილ თალაკვაძე:  სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ პოლიტიკური მონოპოლისტია, მისი პოლიტიკური კამპანია კრახის წინაშეა

არჩილ თალაკვაძე:  სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ პოლიტიკური მონოპოლისტია, მისი პოლიტიკური კამპანია კრახის წინაშეა

აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი. რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე გახსნილია და სწორედ ეს აღიზიანებს მიხეილ სააკაშვილს.

„აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს განცდა, რომ ის არის პოლიტიკური მონოპოლისტი. რეალურად, მისი მონოპოლია 2012 წელს დაიშალა და მისი პოლიტიკური კამპანია არის პოლიტიკური კრახის წინაშე. საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საზოგადოებას საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები სურს, ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მონაწილეობითი პარლამენტი გვქონდეს, ასევე უფრო დაბალანსებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს. შემიძლია ის ნაბიჯები გითხრათ, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ჩვენ გადავდგით. შევცვალეთ პარტიების დაფინანსების სისტემა, მედიასაშუალებებს შეზღუდვები მოვუხსენით, რომელთა რაოდენობა ოთხიდან ოცამდე გაიზარდა ეროვნული მაუწყებელობის თვალსაზრისით. ასევე, შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია, შემოვიღეთ არსებითად პროპორციული სისტემა და სრულად პროპორციული სისტემა 2024 წლისთვის. აგრეთვე, შევცვალეთ, „საარჩევნო კოდექსი“. ეს არის რეალური ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად. რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. რაც შეეხება იმას, ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას – ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ, რადგან პოლიტიკური სივრცე დღეს გახსნილია. ალბათ, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ეს აღიზიანებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.