იაპონიაში ზედიზედ მეხუთე დღეა კორონავირუსის ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

იაპონიაში ზედიზედ მეხუთე დღეა კორონავირუსის ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ზედიზედ მეხუთე დღეა კორონავირუსის ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის 39 399 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 025 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.