არჩილ თალაკვაძე: განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვა უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი

არჩილ თალაკვაძე: განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვა უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი

გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა - ეს არ არის მხოლოდ საკითხები, რომელთა შესახებ საუბარი დღეს არის მოდაში სხვადასხვა ფორუმზე. ეს არის ასკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ცხოვრებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამ მიმართულებით მომავალსიც გააგრძელებს პროგრესს, რადგან რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ამ სფეროში არსებობს.

„გარემო, მწვანე პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა და მწვანე კანონმდებლობა - ეს არ არის მხოლოდ საკითხები, რომელთა შესახებ საუბარი დღეს არის მოდაში სხვადასხვა ფორუმზე. ეს არის ასკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ენერგეტიკა, ნარჩენების რაციონალური მართვა, მუნიციპალიტეტების განვითარება, ეკონომიკა და ტურიზმი. რასაკვირველია, ცალკე მსურს გამოვყო, განათლების მნიშვნელობა, გარემოსთან დაკავშირებულ ეფექტურ და სწორ პოლიტიკის წარმოებაში, ვინაიდან განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი საკითხების უფრო მეტად ასახვით ახალგაზრდებისთვის იქმნება ის საუფძველი, რომელიც მომავალში უნდა გახდეს გარემოს რაციონალური მართვის გარანტი. შესაბამისად, შემდეგი წლების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გადადგამს ნაბიჯებს. გააგრძელებს პროგრესს, რომელიც ამ სფეროშია დაწყებული. საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები, სადაც ჩვენ იმედი გვაქვს, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოება, რომელიც ამ თვალსაზრისით საქართველოში აქტიურია, შევძლებთ, სწორი საჯარო პოლიტიკის ფორმირებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, გერმანიისა და აშშ-ის მთავრობებს, ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს, რადგან მისივე თქმით, ერთიანი მუშაობით მათ შეძლეს ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება, როგორიც არის ენერგოეფექტურობის რეფორმა.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითად კომპონენტები ეს არ არის მხოლოდ მწვანე საფარის, ფლორისა და ფაუნის დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები საჯარო პოლიტიკის დაცვაში არის ნარჩენების გონივრული მართვა, წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტი. არის ასევე, ენერგიის ეფექტურად გამოყენება და ინფრასტრუქტურის განვითარების დროს წარმოქმნილი ზიანის შემცირება. ეს საკითხები იყო ჩვენი მუშაობის საგანი. კომიტეტმა ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს და აპარატის წევრებს გაწეული მუშაობისთვის.