გიგა ბოკერია ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

გიგა ბოკერია ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, - ამის შესახებ მან კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„გადავწყვიტე, რომ პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ფოთში, ხობსა და სენაკში. გადაწყვეტილება მივიღე არა მარტო იმიტომ, რომ დედაჩემია დაბადებული ფოთში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის ქვეყნის ყველაზე ევროპული ნაწილი. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ ვითომ მშობლები უნდა იყვნენ ჩვენი და ამ დროს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი დაპირების შემდეგ, ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამას გავაკეთებთ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად. “ - განაცხადა ბოკერიამ.

 

ამავე ოლქში გიგა ბოკერიას მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხახუბია იქნება.

Aburjga Tasmanieli შენ და შენისთანებმა დაღუპეთ ეს ქვეყანა! თქვენი იდეოლოგიაა დამღუპველი! მაგარი ცრუპენტელები ხართ! სამშობლოს გამყიდველები! ვერც ერთ ეროვნულ საკითხზე ხმას რატომ ვერ იღებთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, დემოგრაფიაზე?! - რაო, ბიძიებმა და დეიდებმა დასავლეთიდან "სტრატეგიულმა მოკავშირეებმა" რა გიბრძანეს - ეს ამბავი დაივიწყეთ, არც კი ახსენოთო?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თქვენი შანსი ყველა მაჟორიტარულ ოლქში არის ნულის ტოლი! რატომ?! იმიტომ, რომ მაგარი შტერები ხართ თანაც მავნებლები! ისე შეხვედით, ისე გაიჟღინთეთ საკუთარ ტყუილების კორიანტელში, იმდენჯერ იცრუეთ, რომ თითონ დაიჯერეთ! დამთავრდება ეს არჩევნები და ნახავთ რა არარაობანიც ხართ სინამდვილეში!
3 წლის უკან