გიგი უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

გიგი უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ზუგდიდში იყრის კენჭს, - ამის შესახებ მან კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ეს ადგილი არის სარკე, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენი წარმატებები და ამავე დროს, ჩვენი ჩავარდნები. ეს ადგილი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს ჯანმრთელობასა და ასევე, ჩვენს სნეულებას. ეს ადგილი არის ზუგდიდი და მე ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის დღიდან, მან უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებელი თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას და სწორედ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავას მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჩიქოვანი იქნება,