,, ავტობუსები წყნარად დადიან უპრობლემოდ, ქვეითებს ყველა გზას უთმობსმ, უბრალო მოქალაქეები არიან პრიორიტეტში”,- ამის შესახებ,,ფეისბუქმომხმარებელი“ სანდრო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მდგომარეობას აფასებს.
მისი თქმით, გამზირზე ნელი მოძრაობაა ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს დასახლებულ პუნქტში.
,,ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და აქ ვარ გაზრდილი. ავტობუსები წყნარად დადიან უპრობლემოდ, ქვეითებს ყველა გზას უთმობს. უბრალო მოქალაქეები არიან პრიორიტეტში, მანქანები იცდიან, არც საცობია, არც არავინ ასიგნალებს და ხელებს ყოფს ფანჯრიდან, ნელი მოძრაობაა ზუსტად იმ სიჩქარის რაც დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში. იმაზე უარესი არ ხდება რაც წინა წლებში იყო, უკეთესი თუ არა. კორონამ შეგვაჩვია თავისუფლებას და ვერ ვაფასებთ ამ ყველაფერს სწორად. ასეთი კულტურული ჩემი უბანი ჯერ არ ყოფილა. ასე რომ, მარტო საცობებს რო პოსტავთ, ამაზე თვალს ნუ დახუჭავთ”,- წერს სანდრო ლილუაშვილი