დავით მათიკაშვილი:  საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტის დემოკრატიული პრინციპით ჩატარდება

დავით მათიკაშვილი:  საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტის დემოკრატიული პრინციპით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტის დემოკრატიული პრინციპით ჩატარდება.

,,არაერთხელ ითქვა და შემიძლია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატიული პრინციპით ჩატარდება, სადაც დაცული იქნება არჩევნებისთვის გათვალისწინებული ყველა ნორმა. მათ შორის, ცხადია, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ოქტომბერში ჩატარდება.