პორტუგალიაში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

პორტუგალიაში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

პორტუგალიაში, კოიმბრას რეგიონში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას 2 მგზავრი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ლისაბონიდან ბრაგაში მიემგზავრებოდა, თუმცა ქალაქ სორისთან რკინიგზის ტექნიკურ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე 163 მაშველი და 2 სამედიცინო ვერტმფრენი მუშაობდა.

ინციდენტის დროს მატარებელში 240 მგზავრი იმყოფებოდა.