ბიზნესმენებისთვის საგადასახადო კოდექსი ლიბერალური ხდება. ცვლილებების პაკეტი, რომელიც გადასახადების შემცირებასა და გამარტივებას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 20-მდე ინიციატივის შედეგად მეწარმეებს ჯარიმებისა და საურავების ოდენობა გაუნახევრდება. საკანონმდებლო პროექტი მთავრობამ ბიზნეს-ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ მოამზადა.