იდეალური ღვეზელები ხაჭოთი და ყველით - მეგრული ხაჭაპურის მარტივი ალტერნატივა

იდეალური ღვეზელები ხაჭოთი და ყველით - მეგრული ხაჭაპურის მარტივი ალტერნატივა

ინგრედიენტები

ცომი

წყალი - 150 მლ

არაჟანი - 2 სკ

ზეთი - 2 სკ

მშრალი სწრაფადმოქმედი საფუარი - 7 გ

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

შაქარი - 1 ჩკ

ფქვილი - 300 გ

შიგთავსი

ხაჭო - 300 გ

მარილი - 1/3 ჩკ

ყველი - 100-150 გ

მომზადების წესები

თბილ წყალს დაუმატეთ არაჟანი და გათქვიფეთ. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, საფუარი. ბოლოს ფქვილი შეათქვიფეთ და ცომი მოზილეთ. თავზე ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ.

სანამ ცომი ამოვა, ხაჭო ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარილი და ამოურიეთ. სახაჭაპურე ყველი გახეხეთ.

ცომი გადაზილეთ და პატარა ნაწილებად დაყავით. დააგუნდავეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ხელებით ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში ხაჭო გადაანაწილეთ, ცომს გარშემო კვერცხის გული გადაუსვით, ცენტრში გახეხილი ყველი მოაყარეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით გამოაცხვეთ.