იაპონიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ფუკუშიმას პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.